თავში

ჯორჯ კლუნის შვილების აღზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი არ მოუწონეს

ჯორჯ კლუნის შვილების აღზრდასთან დაკავშირებით
ჯორჯ კლუნის შვილების აღზრდასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი არ მოუწონეს

ამერიკელი მსახიობი ჯორჯ კლუნი კრიტიკის ობიექტი გახდა ინტერვიუსთვის, სადაც ის ბავშვების აღზრდაზე საუბრობდა. ის და მისი მეუღლე ამალ კლუნი "გარდიანთან" საუბრისას ამბობენ, რომ შვილების აღზრდა მათი ძირითადი საზრუნავია და რომ ისინი ძიძის მომსახურებას იშვიათად იყენებენ. 60 წლის ვარსკვლავმა მედიასთან განაცხადა, რომ მათთვის მთავარია ჩართულნი იყვნენ ბავშვების აღზრდაში, პანდემიის პერიოდში მთელი წელიც კი მოუხდათ ბავშვებთან ყოფნა და მათზე ზრუნვა. სწორედ ამ გამოთქმის გამო გახდა ის ინტერნეტ მომხმარებლის კრიტიკის ობიექტი. 

ამერიკელ ვარსკვლავს კომენტარად უწერენ, რომ რიგითი ამერიკელები მთელი წლის განმავლობაში არიან საკუთარ შვილებთან და ამის გამო უკმაყოფილებას არ გამოთქვამენ. მითუმეტეს, რომ კლუნების ოჯახს მხოლოდ ორი შვილი ჰყავთ ელა და ალექსანდერი, რომლებიც 4 წლის არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system