თავში

"კალმარის თამაში" სხვა სამხრეთ კორეულმა სერიალმა ჩაანაცვლა

"კალმარის თამაში" სხვა სამხრეთ კორეულმა სერიალმა ჩაანაცვლა
კალმარის თამაში სხვა სამხრეთ კორეულმა სერიალმა ჩაანაცვლა

ახალმა სამხრეთ კორეულმა მინი-სერიალმა Hellbound-მა (ჯოჯოხეთით შებოჭილი) Squid Game-ს (კალმარის თამაში) მსოფლიოში ყველაზე ყურებადი სერიალის ტიტული ჩამოართვა. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, ახალმა კორეულმა სერიალმა Netflix-ის სტრიმინგ პლატფორმაზე პირველი ადგილი დაიკავა.

კინორეჟისორ იონგ სანგ ჰოს ექვსნაწილიანი მინისერიალი, პრემიერიდან 24 საათის განმავლობაში, 80-ზე მეტ ქვეყანაში 1-ელ ადგილზეა.

სერიალი საშინელებათა ჟანრისაა: დედამიწაზე მოულოდნელად დემონები ჩნდებიან, რათა ცოდვილები ჯოჯოხეთში წაიყვანონ. 

სამხრეთ კორეული სერიალი "კალმარის თამაში" (Squid Game) Netflix-ის სტრიმინგ სერვისის ყველაზე წარმატებული პროექტი გახდა. გამოსვლის დღიდან სერიალს 111 მილიონმა მომხმარებელმა უყურა.

Netflix-მა სამხრეთ კორეული სერიალის "კალმარის თამაშისგან" 900 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით მოგება ნახა. ამასთან, გამოცემა Bloomberg აღნიშნავს, რომ სერიალის წარმოება მხოლოდ 21.4 მილიონი დოლარი დაჯდა, დაახლოებით 2,4 მილიონი აშშ დოლარი თითო ეპიზოდი.

კომპანიამ დაადასტურა, რომ "კალმარის თამაშების" მეორე სეზონსაც გადაიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system