თავში

"კალოში" დემნა გვასალიას ახალი კოლექციიდან - PHOTO

"კალოში" დემნა გვასალიას ახალი კოლექციიდან - PHOTO
კალოში დემნა გვასალიას ახალი კოლექციიდან - PHOTO

ქართველმა დიზაინერმა დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში ახალი კოლექცია წარადგინა.

ახალ კოლექციაში განსაკუთრებული ყურადღება შავი და ნაცრისფერი ფერის ფეხსაცმელმა მიიპყრო, რომელიც "კალოშს" ჰგავს. 

ქართველი დიზაინერის ახალ კოლექციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მოდის სამყაროში, ასევე, სოციალურ ქსელშიც.

"ესეც ელიტის კალოშები! ხომ დავწერე ადრე, დემნა ჩააცვი კალოშები ელიტას-თქო".

"მე მართლა მომეწონა. ცხონებული ბებიაჩემი გამახსენდა, ზუსტად ესეთები ჰქონდა".

"დემნა, კარგია რომ შენ ფესვებს არ ივიწყებ".

"The კალოში ან Le'kalosh - დაარქვით რა ასე. საავტორო უფლებას გჩუქნით".

"წარმატებები. იძახეთ კალოშები და ლილოს ჩანთებიო. ზუსტად ეგ არი ხელოვნება რომ წარსულის ელემენტებს ახალ სიცოცხლეს მისცემ. დიახ 90-იანების ტენდეცია დაამკვიდრა მოდის სფეროში. არ მოგწონთ ნუ და ვერ ვიყიდით ვისაც მოწონს და შეუძლია იყიდის. არის კატეგორია მოსწონს და არ შეუძლია. აქვე დავამატებ, პოდიუმზე ნაჩვენები ბევრი რამ ყოველდღიური ცხოვრებისთვის არ არის განკუთვნილი. მითუმეტეს საქართველოს პირობებში. წარმატებას ვუსურვებ და საამაყო ქართველია, რომელმაც საქართველო და ქართული ანბანი მსოფლიოს გააცნო".

"დახვეწილი კალოში. რაც ქართველებმა 90-იან წლებში გამოიარეს, იმას ახლა ჰოლივუდს აცმევს და ისინიც ხამდებიან", - წერენ სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system