თავში

კანიე უესტი 22 წლის მოდელს ხვდება

კანიე უესტი 22 წლის მოდელს ხვდება
კანიე უესტი 22 წლის მოდელს ხვდება

ამერიკელი რეპერი კანიე უესტი 22 წლის მოდელ ვინეტრიას ხვდება. ამის შესახებ გამოცემა Page Six სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, უესტი და ვინეტრია Donda Academy-ის კალათბურთის თამაშს ერთად ესწრებოდნენ. 

მუსიკოსთან დაახლოებულმა პირმა დაადასტურა, რომ ჰიპ-ჰოპ არტისტმა და 22 წლის მოდელმა ურთიერთობა დაიწყეს. 

შეგახსენებთ, 44 წლის რეპერმა საკუთარ ნამდვილ სახელსა და გვარზე - ომარ უესტზე უარი თქვა და შემოკლებული სახელი, იე დაირქვა.

კანიე უესტი და კიმ კარდაშიანი მიმდინარე წლის ზამთარში დაშორდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system