თავში

კანის კინოფესტივალი, შესაძლოა, კიდევ გადაიდოს

კანის კინოფესტივალი, შესაძლოა, კიდევ გადაიდოს
კანის კინოფესტივალი, შესაძლოა, კიდევ გადაიდოს

ევროპის მთავარი კინოფესტივალის გარშემო ჭორები არ წყდება. ის ჩვეულებრივ მაისის შუა რიცხვებში იმართება, თუმცა პანდემიის გამო 2020 წელს ჯერ ივნისის ბოლოსთვის გადაიდო, შემდეგ კი საფრანგეთში კორონავირუსის მორიგმა ტალღამ ფესტივალი იძულებული გახადა, ჩვეულ ფორმატში საერთოდაც აღარ ჩატარებულიყო.

2021 წელს ევროპაში პანდემია კვლავ არ კარგავს ძალას და განაგრძობს კულტურული ცხოვრების შეზღუდვას. დაიხურა თეატრები და კინოთეატრები, დაწესებულია კომენდანტის საათები და ამ ყველაფერს დასასრული აღარ უჩანს. როდესაც აშკარა გახდა, რომ მაისში სიტუაცია მკვეთრად არ გაუმჯობესდება, ფესტივალის დირექტორმა ტიერი ფრეომ განაცხადა, რომ ის ივლისში ჩატარდებოდა. 

ფესტივალმა ინტენსიურად დაიწყო თავისი პროგრამის მომზადება და ჟურნალისტებს მოსაწვევებიც კი გაუგზავნა, დაიწყო მათი აკრედიტაციის პროცესი, თუმცა კორონავირუსი საფრანგეთში განაგრძობს გავრცელებას და ქვეყანა გამოცხადდა მაღალი რისკის ზონად. 29 მარტს ფრანგმა ექიმებმა "გარდაუვალი კატასტროფის ფონზე" მთავრობას საზღვრების დახურვაც კი სთხოვეს. 

ასე რომ ძნელია იმის იმედის ქონა, რომ ივლისამდე დარჩენილი სამი თვის განმავლობაში მოხდება სასწაული და საფრანგეთი შეძლებს ინფექციის ამ ტალღის მოგერიებას. ამგვარად, სავარაუდოდ, საერთაშორისო კინოფორუმის მასპინძლობას საფრანგეთი ვერ შეძლებს. ევროპულ პრესაში შეღწეული ინფორმაციის თანახმად, დირექცია განიხილავს კანის კინოფესტივალის მორიგ გადადების საკითხს - ამჯერად უკვე ოქტომბერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system