თავში

კარა დელევინმა სექსუალურ ორიენტაციაზე ისაუბრა

​კარა დელევინმა სექსუალურ ორიენტაციაზე ისაუბრა
კარა დელევინმა სექსუალურ ორიენტაციაზე ისაუბრა

მოდელ კარა დელევინს დიდი დრო დასჭირდა, რათა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია მიეღო. ამის შესახებ მან გვინეთ პელტროუსთან პოდკასტში "Goop" ისაუბრა.

მოდელის თქმით, ის ბევრჯერ იყო თვითმკვლელობის ზღვარზე და ოცნებობდა, რომ ტრადიციული სექსუალური ორიენტაცია ჰქონოდა.

კარამ აღნიშნა, რომ "ძველმოდურ" ოჯახში იზრდებოდა.

"არავის ვიცნობდი, ვინც გეი იყო. არ ვიცოდი, რა იყო ეს. სინამდვილეში მგონია, რომ ბავშვობაში არ ვიცოდი, რომ ჰომოფობი ვიყავი", - განაცხადა მოდელმა.

მისი თქმით, "იდეა, რომ ის, შესაძლოა, ერთსქესიან პარტნიორთან ყოფილიყო, გულს ურევდა".

მოდელმა აღნიშნა, რომ ეშინოდა, როგორ მიიღებდა მის ორიენტაციას ოჯახი.

"შენ იმსახურებ, რომ უყვარდე", - განუცხადა მამამ და ამ სიტყვებმა კარაზე დიდი გავლენა მოახდინა და საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნა.

შეგახსენებთ, რომ კარა დელევინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ პანსექსუალია. ის თვლის, რომ მისი ორიენტაცია მუდმივად იცვლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system