თავში

ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტი შეიქმნება

ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტი შეიქმნება
ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტი შეიქმნება

უძველესი ქართული ხელნაწერების საფუძველზე ანბანის სამი სახეობის შრიფტი – „ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ – შეიქმნება, - ინფორმაციას საქართველოს ეროვნული არქივი ავრცელებს.

ასომთავრულს საფუძვლად დაედება IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნება. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის სრულიად უსასყიდლოდ იქნება ხელმისაწვდომი.

„ქართული ანბანის სამივე სახეობის ცოცხალი კულტურა“ იუნესკომ 2016 წლის 30 ნოემბერს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეიტანა. სწორედ ამ ფაქტის 5 წლის საიუბილეოდ, საზოგადოება ახალ შრიფტებს – „ანბანდიდს“, „გრაგნილსა“ და „მედეას“ გაეცნობა.

ანბანის 3 სახეობის შრიფტებს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში 30 ნოემბერს წარადგენენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system