თავში

ქართველმა მთამსვლელებმა პაკისტანში 2 მწვერვალი დალაშქრეს

ქართველმა მთამსვლელებმა პაკისტანში 2 მწვერვალი დალაშქრეს
ქართველმა მთამსვლელებმა პაკისტანში 2 მწვერვალი დალაშქრეს

ქართველმა მთამსვლელებმა მორიგი წარმატება მოიპოვეს და პაკისტანში, ჰინდუკუშის მთათა სისტემაში ორი მწვერვალი დალაშქრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა ჯერ სარაგრარის ჩრდილო-დასავლეთის მარშრუტი დალაშქრეს, რომლის სიმაღლე 7,303 მეტრია და შემდეგ წარმატებული ასვლა განახორციელეს ლანგუტა-ბარფის 6,833-მეტრიან მწვერვალზე.

სარაგრარს აქვს მრავალფეროვანი მწვერვალები, ყველაზე მაღალი ჩრდილო -აღმოსავლეთით 7 340 მეტრ სიმაღლეზე. აქ პირველად ავიდა 1959 წელს იტალიური ექსპედიცია ფოსკო მარინის ხელმძღვანელობით, ხოლო ლანგუტა-ბარფი პირველად დალაშქრა 1963 წელს პოლონურმა ექსპედიციამ, თუმცა საქართველოს ნაკრები პირველია, რომელმაც წარმატებით მიაღწია მწვერვალს სამხრეთიდან და ქართულ მთამსვლელობას საერთაშორისო სარბიელზე მორიგი აღიარება მოუტანა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system