თავში

ქართველი მსახიობი, რომელიც აზერბაიჯანული კინოს ვარსკვლავი იყო

ქართველი მსახიობი, რომელიც აზერბაიჯანული კინოს ვარსკვლავი იყო
ქართველი მსახიობი, რომელიც აზერბაიჯანული კინოს ვარსკვლავი იყო

დღემდე პოპულარული ქართული კომედიის "თოჯინები იცინიან"  ერთ დროს ძალიან პოპულარული მსახიობის, მეგი კეჟერაძის ახლანდელი ცხოვრების შესახებ თითქმის აღარავინ არაფერი იცის.

როგორც აღმოჩნდა, მეგი კეჟერაძე აზერბაიჯანშიც ძალიან პოპულარული იყო. მან აზერბაიჯანული კინოს მარგალიტად მიჩნეულ ფილმში "ბავშვობის ბოლო ღამე" მთავარი როლი ითამაშა და აზერბაიჯანული კინოს ვარსკვლავად იქცა. მეგი კეჟერაძეს ბაქოში დღემდე "ელიათი" მოიხსენიებენ.

"ელიას" წლების განმავლობაში ეძებდნენ ბაქოელი ჟურნალისტები და მისი პარტნიორები ფილმიდან, თუმცა, უშედეგოდ, მისი ადგილსამყოფელი ქართული კულტურის სფეროსთან დაკავშირებული ადამიანებისთვისაც უცნობი იყო.

დიდი ხნის ძებნის შემდეგ, "ელიას" ადგილსამყოფელს აზერბაიჯანელმა ჟურნალისტებმა მიაკვლიეს. როგორც აღმოჩნდა, დღეს ის ინგლისურ ენას ასწავლის სტუდენტებს და ცდილობს, ნაკლებად აფიშირებული იყოს ფართო საზოგადოებისთვის.

ამბობს, რომ მსახიობობა არასდროს უნდოდა და მხოლოდ ბედნიერი შემთხვევის გამო გახდა პოპულარული. აღიარებს, რომ მისმა გარეგნობამ ითამაშა გადამწყვეტი როლი, როცა ის პირველად დაამტკიცეს ფილმზე და საოცარ მსახიობებთან მოუწია მუშაობა.

"თოჯინებინ იცინიან" გახდა საუკეთესო სტარტი მისი შემდგომი ფილმისთვის,- მეგი კეჟერაძე აზერბაიჯანულ საკულტო ფილმში მთავარ როლზე დაამტკიცეს .

დღემდე მას ბაქოელები "ელიად" მოიხსენიებენ, რომელიც აზერბაიჯანში სილამაზისა და გრაციოზულობის სიმბოლოდ იქცა. ბევრ მათგანს კი დღემდე ეჭვიც არ ეპარება, რომ ის აზერბაიჯანელი არაა.

"როდესაც ეკრანებზე გამოვიდა "ბავშვობის ბოლო ღამე", ძალიან პოლულარული გავხდი, ყველგან მეპატიჟებოდნენ, აღარ ვიცოდი, რომელ მოპატიჟებაზე მეთქვა უარი. ბაქოში გატარებული პერიოდი საუკეთესოა ჩემს ცხოვრებაში." - იხსენებს report.az -ის ჟურნალისტ ჯამილა ბაბაევასთან ინტერვიუში მეგი კეჟერაძე.

მისივე თქმით, კიდევ ორ ფილმში უნდოდათ მისი გადაღება, თუმცა, მერე ასე არ მოხდა.

"ბაქოში ყოფნისას ბევრი მეგობარი შევიძინე. ყველა აზერბაიჯანელს ძალიან ვუყვარდი. ხშირად ჩავდიოდი. ჩემი მეგობრები ბაქოდან, ასევე, ხშირად მსტუმრობდნენ თბილისში. აზერბაიჯანელები ჩემთვის ძალიან მშობლიური და ძვირფასი არიან. ისინი არაჩვეულებრივად კარგი, კეთილი ხალხია და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ჩემს სტუდენტებს შორის არიან საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები. ზოგი მათგანი მიცნობს, როგორც აზერბაიჯანული ფილმის მსახიობს.  ყოველთვის მადლიერებით  ვლაპარაკობ აზერბაიჯანელებზე. მიხარია, რომ აზერბაიჯანში არ დამავიწყეს,"- ამბობს report.az-თან ინტერვიუში მეგი კეჟერაძე.

ინტერვიუ "ელიასთან", რომელსაც ბაქოში დიდხანს ელოდნენ, დღეს გამოქვეყნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system