თავში

ქართველების წარმატებული გამოსვლა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე

ქართველების წარმატებული გამოსვლა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე
ქართველების წარმატებული გამოსვლა პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე

ქართველი მუსიკოსები ესპანეთში მიმდინარე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის შემდეგ ტურში გადავიდნენ. ისინი იმ 25 საუკეთესოთა შორის მოხვდნენ, რომლებიც ჟიურიმ 300 მონაწილიდან შეარჩია.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

"ესპანეთში მიმდინარე ფეროლის 32-ე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ტურის შემდეგ 300 მონაწილიდან შემდეგ ტურში 25 მონაწილეში 4 ქართველი მუსიკოსი გადავიდა.

მათ შორის 3 კონსერვატორიის სტუდენტი - გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი. მეოთხე ქართველი კი ასევე კონსერვატორიელი, ამჟამად შვეიცარიაში მცხოვრები პიანისტი ეკა ბოკუჩავაა. წარმატებას ვუსურვებთ ყველა მათგანს", - აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system