თავში

ქეით ბლანშეტი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

ქეით ბლანშეტი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს
ქეით ბლანშეტი ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს

2020 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის  ჟიურის ოსკაროსანი მსახიობი, ქეით ბლანშეტი უხელმძღვანელებს. კინოფესტივალის დირექტორმა, ალბერტო ბარბერამ მსახიობს "თანამედრო კინოს ხატი" უწოდა და მის ინტელექტსა და კინემატოგრაფიის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესზე გაამახვილა ყურადღება.

ქეით ბლანშეტს ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტად წელს უკვე მეორედ ვიხილავთ. პირველად ის ამ როლში 2018 წელს იყო. 

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის 77 წლის განმავლობაში ქალი პრეზიდენტი მხოლოდ რვაჯერ ჰყავდა.

"ყოველ წელს მოველი, რომ შესაძლოა ჟიურის წევრად დამასახელონ, მაგრამ ამის გაგება ყოველთვის შთამბეჭდავი და ამაღელვებელია. ვენეციის კინოფესტივალი ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავია. წლევანდელი ჟიურის ხელმძღვანელობა ძალიან დიდი პრივილეგია და პატივია" - აღნიშნა ბლანშეტმა პრესასთან საუბრისას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system