თავში

ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად მასშტაბურ ტურნეს იწყებს

ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად მასშტაბურ ტურნეს იწყებს
ქეთი მელუა გორის ქალთა გუნდთან ერთად მასშტაბურ ტურნეს იწყებს

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა, გორის ქალთა გუნდთან ერთად მასშტაბურ ტურნეს იწყებს. 

"ბედნიერი ვარ! 2020 წლის ახალი ტურნე საკუთარ ბენდთან ერთად! მთელი გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით, ასევე ირლანდიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში", — წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.

მომღერლის თქმით, ტურნე გორის ქალთა გუნდთან ერთად ჩაივლის, რომელთან თანამშრომლობის შესაძლებლობაც გასულ წელს უკვე ჰქონდა. 

"როგორც იცით, გასულ წელს ჩვენ შემოგვიერთდა ბრწყინვალე "გორის ქალთა გუნდი". ჩვენ ერთად ჩავწერეთ ალბომი ლონდონის შოუსთვის და ცოტა ხანში გამოვა საკონცერტო ჩანაწერებიც აღნიშნული ტურნედან. მადლიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი და მემუშავა ამ ულამაზესი ხმების მქონე ადამიანებთან" - წერს ქეთი მელუა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system