თავში

კევინ სპეისი House of Cards-ის შემქმნელებს $31 მილიონს გადაუხდის

კევინ სპეისი House of Cards-ის შემქმნელებს $31 მილიონს გადაუხდის
კევინ სპეისი House of Cards-ის შემქმნელებს $31 მილიონს გადაუხდის

ჰოლივუდის მსახიობი კევინ სპეისი Netflix-ის სერიალის, House of Cards-ის შემქმნელებს 31 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდის. ამის შესახებ გამოცემა CNBC იუწყება.

გამოცემის ცნობით, სპეისიმ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, კერძოდ კომპანიის პოლიტიკა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით. 

სასამართლომ დაადგინა, რომ სპეისის სტუდია Media Rights Capita-სთვის (MRC) ჯარიმა ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში უნდა გადაეხადა. თუმცა, მან შეგებებული სარჩელი შეიტანა, რომელიც საბოლოოდ უარყოფილ იქნა.

2017 წელს სპეისი სერიალის გადაღებებს გამოეთიშა მას შემდეგ, რაც იგი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. House of Cards-ის ბოლო სეზონი მისი მონაწილეობის გარეშე გამოვიდა. მე-6 სეზონში ეპიზოდების რაოდენობა საბოლოოდ 13-დან რვამდე დაეცა და სტუდიამ ზარალი განიცადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system