თავში

ხელნაწერთა ცენტრში გალაკტიონის უცნობი ხელნაწერები გამოიფინა

ხელნაწერთა ცენტრში​ გალაკტიონის უცნობი ხელნაწერები გამოიფინა
ხელნაწერთა ცენტრში გალაკტიონის უცნობი ხელნაწერები გამოიფინა

გალაკტიონ ტაბიძის 130 წლის იუბილეს აღსანიშნავად კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში პოეტის აქამდე უცნობი ხელნაწერები გამოიფინა - პოეტის პირადი წერილები, გამოუქვეყნებელი ლექსები: „ძველი კოშკი“, „მელოდია“, „წამების ჯვარი“ „წერილი დედას“, გიორგი ქუჩიშვილის უცნობი წერილი გალაკტიონისადმი, პოემა „ფერფლი“, რომლის მხოლოდ სახეცვლილი ვარიანტის ნაწილია გამოქვეყნებული, პოეტის ესკიზები და სხვა.

გალაკტიონ ტაბიძის არქივის ნაწილი ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კერძო პირისგან შეისყიდა. თანხის ნაწილი მოხმარდება ჭყვიშში გალაკტიონის სახელთან დაკავშირებული მემორიალური ადგილების განვითარებას.

გამოუცემელი ხელნაწერები დიდ სიახლეს წარმოადგენს გალაკტიონის შემოქმედებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის. გალაკტიონის აქამდე უცნობი ხელნაწერების ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებელს წლის ბოლომდე ხელნაწერთა ცენტრის საგამოფენო დარბაზში ექნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system