თავში

ხელნაწერთა ცენტრში უნიკალური გამოფენა გაიხსნა

ხელნაწერთა ცენტრში უნიკალური გამოფენა გაიხსნა
ხელნაწერთა ცენტრში უნიკალური გამოფენა გაიხსნა

თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს. 

გამოფენის პირველი ნაწილი წარმოაჩენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავეს. მათ შორისაა: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. 

გამოფენის მეორე ნაწილი - „შეხვედრა კლასიკოსებთან - ავტოგრაფების სამყაროში“ წარმოგვიდგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულ, კლასიკური ნაწარმოებების ავტოგრაფებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system