თავში

ხელოვნების სასახლეს ალექსანდრ ბენუას ნამუშევრები საჩუქრად გადაეცა

ხელოვნების სასახლეს ალექსანდრ ბენუას ნამუშევრები საჩუქრად გადაეცა
ხელოვნების სასახლეს ალექსანდრ ბენუას ნამუშევრები საჩუქრად გადაეცა

1928 წელს, პარიზის გრანდ ოპერის სპექტაკლისთვის შექმნილი სამი ესკიზი, რომელიც ბენუას ეკუთვნის, მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა შემოწირულობის სახით გადასცა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ხელოვნების სასახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ დაწერა.

ხელოვნების სასახლისთვის გადაცემული ნამუშევრები ლონდონში სოტბის აუქციონზე შეიძინა და დღეს დილით თბილისში ჩამოიტანა.

„მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ მუზეუმში გამართული შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მისი მიზანია, ხელოვნების სასახლე „ვერცხლის საუკუნის“ მხატვართა ნამუშევრების მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელი გახდეს, ამ მიზნით, მუზეუმის მზრუნველთა საბჭო და ფონდი „ფიროსმანი“ ეტაპობრივად თეატრალური ხელოვნების შედევრთა შესყიდვას დაიწყებს. უკვე წარმატებით დასრულდა ბერლინში მოლაპარაკებები და უახლოეს დღეებში ხელოვნების სასახლე ალექსანდრე ბენუას კიდევ ექვს ნამუშევარს მიიღებს, მათ შორისაა 1909-1910 წლებში პარიზის „პალე გარნეში“ და „გრანდ ოპერაში“ განხორციელებული დადგმების „ჟიზელი“ და „ამურისა და ფსიხეას ქორწინების“ ესკიზები“, წერს გიორგი კალანდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system