თავში

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა
კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. 

"სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რეჟისორ რამაზ (ბუბა) ხოტივარის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და კოლეგებს.

ცნობილი რეჟისორი მთელი ცხოვრების განმავლობაში ქართულ კინოს ემსახურებოდა. როგორც დამდგმელ რეჟისორს გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. მათ შორის: „ისლამი საქართველოში“, „მარკოზის სახარება“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“ და სხვა. იგი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსი. მან არაერთი ნიჭიერი თაობა აღზარდა.

ბუბა ხოტივარი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი, 2019 წლიდან - საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი. ხელმძღვანელობდა „ქართული ფილმის“ ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას. იყო კინოსტუდია „მემატიანეს“ დირექტორი და საქართველო-ინგლისის ერთობლივი ორგანიზაციის „მთვარის გლობუსის“ გამგეობის წევრი და დირექტორი.

ვუსამძიმრებთ ამ დიდ დანაკლისს ბუბა ხოტივარის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და მთლიანად ქართულ საზოგადოებას",
- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system