თავში

კირკ დაგლასის 102 წლის ქვრივი გარდაიცვალა

კირკ დაგლასის 102 წლის ქვრივი გარდაიცვალა
© AP

მსახიობ კირკ დაგლასის ქვრივი, ენ დაგლასი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა People ავრცელებს.

102 წლის დაგლასი საკუთარ სახლში, ბევერლი-ჰილზში გარდაიცვალა.

კირკისა და ენ დაგლასების ქორწინება 66 წელს ითვლიდა. მათ ორი შვილი, პიტერი და ერიკი ჰყავდათ.

"ენი უფრო მეტი იყო ვიდრე დედინაცვალი და არასოდეს ყოფილა” ბოროტი ”. მან ყველანაირად გვაიძულა, საუკეთესო თვისებები გამოგვევლინა, განსაკუთრებით მამაჩემს. მამა ვერასოდეს მიაღწევდა წარმატებებს კარიერაში ენის მხარდაჭერისა და პარტნიორობის გარეშე", - განაცხადა 76 წლის მსახიობმა, მაიკლ დაგლასმა.

ენ დაგლასი კინოჟურნალისტი იყო, როდესაც კირკ დაგლასი 1953 წელს გაიცნო. იმ დროისთვის კირკი მაიკლის დედასთან, დაიანასთან უკვე განქორწინებული იყო.

ენ და კირკი 1954 წელს ლას–ვეგასში დაქორწინდნენ და 2004 წელს ქორწინების, 50-ე წლისთავზე კიდევ ერთი საქორწილო ცერემონია გამართეს.

კირკ დაგლასი 2020 წლის თებერვალში, 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system