თავში

კონცერტები და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია

კონცერტები და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია
კონცერტები და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია

როგორც ჩემთვის ცნობილია, კონცერტები არ ჩატარდება და ყველა მსგავსი ღონისძიება გადადებულია, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, მხოლოდ დაჯილდოების ცერემონიები გაიმართება. მისი თქმით, ამ ღონისძიებებზე რეგულაციები სრულად იქნება დაცული.

„ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შესაბამის პირებთან კომუნიკაცია გვქონდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთ უწყებას დაბრალდეს. ეს ღონისძიებები არ ყოფილა კულტურის სამინისტროს ორგანიზებული. შრომითი ინსპექცია მუშაობს როგორც დაორგანიზებულ კონცერტებთან, ისე სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებასთან მიმართებით.

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გაკონტროლდეს და არ შედგეს თავყრილობები, რომლებიც შეიძლება ინფექციის გავრცელების წყაროდ იქცეს“ , - აცხადებს მინისტრი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system