თავში

კორეაში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

კორეაში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა
კორეაში ქართული ფილმების ფესტივალი გაიხსნა

22 ოქტომბერს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს სალეჩოს ორგანიზებით, ქართული ფილმების დღეები საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს, მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა კორეის მხარეს პროექტის განხორციელების ხელშეწყობისთვის. ელჩმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. 

ფილმის ჩვენებაზე მოსულ სტუმრებს, ქონდათ შესაძლებლობა დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო.

ქართული ფილმების დღეები კორეის რესპუბლიკაში პირველად ტარდება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. მასზე, კორეული სუბტიტრებით, ნაჩვენები იქნება ცნობილი ქართველი რეჟისორების ხუთი ფილმი: გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, ლევან თუთბერიძის „მოირა“, რუსუდან გლურჯიძის „სხვების სახლი“, მარიამ ხაჭვანის „დედე“ და ანა ურუშაძის „საშიში დედა.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს და Korean Film Archive-ის ორგანიზებით, ასევე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ტარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system