თავში

კორონავირუსამდე მუზეუმებში დამთვალიერებთა ოდენობა იზრდებოდა

კორონავირუსამდე მუზეუმებში დამთვალიერებთა ოდენობა იზრდებოდა
კორონავირუსამდე მუზეუმებში დამთვალიერებთა ოდენობა იზრდებოდა

საქსტატმა დღეს კულტურის განახლებული სტატისტიკა გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2019 წელს საქართველოში. 2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 253 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი, აქედან 100 ერთეული (39.5%) წარმოადგენდა მემორიალურს, 71 ერთეული (28.1%) იყო ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), ხოლო 2 მათგანი - ლიტერატურული.

მუზეუმების და მუზეუმ-ნაკრძალების რაოდენობა ტიპების მიხედვით ასე ნაწილდება:

2019 წელს მოქმედი მუზეუმების 23.7 პროცენტი (60 ერთეული) ქ. თბილისშია განთავსებული, 15 პროცენტი (38 ერთეული) იმერეთის რეგიონში, 13.4 პროცენტი (34 ერთეული) კახეთში.

მუზეუმებში დამთვალიერებელთა რიცხოვნობა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით 6.6 პროცენტით გაიზარდა და 2 253.2 ათასი შეადგინა. ამასთან, ერთ მუზეუმზე საშუალოდ 8 906 დამთვალიერებელი მოდიოდა.

საქსტატის ცნობით, 2019 წელს 7.4 პროცენტით გაიზარდა მუზეუმებში ექსკურსიების რაოდენობა, ხოლო გამოფენათა რაოდენობა 6.3 პროცენტით შემცირდა და 1 074 ერთეული შეადგინა.

ცნობისთვის, მუზეუმებმა ვიზიტორების მიღება დღეიდან განაახლეს. კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულია რეკომენდაციები, რომლითაც ვიზიტორმა მოგზაურობისას უნდა იხელმძღვანელონ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი სავალდებულოდ შესასრულებელი მოთხოვნა დახურულ სივრცეებში პირბადის გამოყენებაა.

COVID-19 პანდემიისას გასათვალისწინებელი რეკომენდაციები დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობისას:

▪შენობებში და დახურულ სივრცეებში (მღვიმეებში), გაიკეთეთ პირბადე, რომელიც კარგად გიფარავთ ცხვირს და პირს;
▪ ვიზიტორთა ცენტრში შესაძლებელია ერთდროულად 5 ვიზიტორის ყოფნა;
▪დაიცავით ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი;
▪რეკომენდირებულია თანხის გადახდა უკონტაქტო გზით ან შეიძინეთ ბილეთები დისტანციურად.

დაცული ტერიტორიების მუშაობის განრიგი კი ასე გამოიყურება:

დღეიდან იხსნება ასევე ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები, სადაც შესვლის ტარიფი 3 თვით შემცირდება.
"შეიცვლება მუზეუმ-ნაკრძალების ტარიფები. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სტიმულირებისა და ტურიზმის ეკონომიკური ეფექტის ეტაპობრივი გაზრდის მიზნით, დროებით შემცირდება მუზეუმ-ნაკრძალში შესვლის საფასური. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ვარძიასა და უფლისციხეში დღემდე მოქმედი ტარიფის ოდენობა 3 თვის ვადით 15 ლარიდან 7 ლარამდე შემცირდება. კვლავ 1 ლარი იქნება ბილეთის საფასური საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები. საფასურის გადახდა არ შეეხებათ არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს“, - ამბობენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system