თავში

კრის ნოთი And Just Like That-ის ფინალიდან ამოჭრეს

კრის ნოთი And Just Like That-ის ფინალიდან ამოჭრეს
კრის ნოთი And Just Like That-ის ფინალიდან ამოჭრეს

Sex and The City-ს მსახიობი კრის ნოთი, რომელსაც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ, სერიალის გაგრძელების, And Just Like That-ის ფინალური სერიიდან ამოჭრეს. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მისტერ ბიგის პერსონაჟი ქეით ბროდშოუს მოგონებაში ან სიზმარში უნდა გამოჩენილიყო.

67 წლის ამერიკელი მსახიობი, კრის ნოთი,  სექსუალურ ძალადობაში 4-მა ქალამ დაადანაშაულა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ მსახიობმა 2015 წელს საკუთარ ბინაში სადილზე დაპატიჟა და გააუპატიურა.

მეორე ქალმა განაცხადა, რომ ნოთმა მასზე 2004 წელს იძალადა, როდესაც ის 22 წლის იყო. დაზარალებულის თქმით, ეს მის ბინაში, დასავლეთ ჰოლივუდში მოხდა. 

ამას გარდა, მსახიობმა ლისტერ-ჯონსმა Instagram-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნოთი მასზე სექსუალურ ძალადობაშიც ამხილა. 

მომღერალი ლიზა ჯენტაილი მეოთხე ქალი გახდა, რომელმაც მსახიობი კრის ნოთი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system