თავში

კრის ნოთმა სკანდალის გამო $12 მლნ-ით იზარალა

კრის ნოთმა სკანდალის გამო $12 მლნ-ით იზარალა
კრის ნოთმა სკანდალის გამო $12 მლნ-ით იზარალა

67 წლის ამერიკელმა მსახიობმა, კრის ნოთმა, რომელსაც უკვე სამი ქალი ადანაშაულებს გაუპატიურებაში, 12 მილიონი აშშ დოლარით იზარალა. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ გამოცემა Daily Mail წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, Entertainment Arts Research-მა ნოტის კომპანიის მიერ წარმოებული Noth's Ambhar -ის ტეკილას შესყიდვაზე უარი განაცხადა.

მსახიობის ალკოჰოლის ბრენდის წარმომადგენლებმა  კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

The Hollywood Reporter-ის ცნობით, გამოცემამ ორი ქალისგან წერილი მიიღო, რომელშიც კრის ნოთის მხრიდან სექსუალური სახის ძალადობაზე იყო საუბარი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ მსახიობმა 2015 წელს საკუთარ ბინაში სადილზე დაპატიჟა და გააუპატიურა.

მეორე ქალმა განაცხადა, რომ ნოთმა მასზე 2004 წელს იძალადა, როდესაც ის 22 წლის იყო. დაზარალებულის თქმით, ეს მის ბინაში, დასავლეთ ჰოლივუდში მოხდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system