თავში

კრისტიან ბეილს Thor: Love and Thunder-ში ანტიგმირის როლში ვიხილავთ

კრისტიან ბეილს Thor: Love and Thunder-ში ანტიგმირის როლში ვიხილავთ
კრისტიან ბეილს Thor: Love and Thunder-ში ანტიგმირის როლში ვიხილავთ

როგორც Marvel-ის ფანებისთვის არის ცნობილი, კომპანია "თორის" ახალ ნაწილშე მუშაობს. თუმცა, მაყურებლების მოლოდინი მეტად გამძაფრდა მას შემდეგ, რაც "თორის" ახალმა ვარსკვლავმა, ტესა ტომპსონმა დაადასტურა, რომ Thor: Love and Thunder-ში მთავარი ბოროტმოქმედის როლს კრისტიან ბეილი შეასრულებს. 

ამ დროისათვის უცნობია, თუ კერძოდ რომელი ანტიგმირის როლში ვიხილავთ კრისტიან ბეილს. თუმცა,  ხშირ შემთხვევაში Marvel-ის რეჟისორები კომიქსის სიუჟეტს ზუსტად არ მიჰყვებიან და იმპროვიზაციას მიმართავენ. სწორედ ამიტომ, შესაძლოა ბეილის პერსონაჟი ერთი კონკრეტული Marvel-ის კომიქსების პერსონაჟი სულაც არ იყოს.

ამასთან, გაცნობებთ, რომ Thor: Love and Thunder-ში მთავარ როლში ვიხილავთ ნატალი პორტმანსაც, რომელიც სავარაუდოდ თორის ადგილს დაიკავებს და ქალღმერთად მოგვევლინება.

ფილმის პრემიერა 2021 წლის ნოემბრის თვეში იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system