თავში

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, კონკურსი "ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა"  ჩაშლილად გამოცხადდა. 

სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს:

"მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი - "ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა", რომლის ბიუჯეტი იყო 300 000 ლარი.

კონკურსის ფარგლებში სამინისტროს 75-მა განმცხადებელმა მომართა. შედგა შესაბამისი კომისია და იმსჯელა მოცემულ პროექტებზე, თუმცა ვინაიდან საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 აგვისტოს N410 დადგენილებით 14 აგვისტოდან ქვეყნის მასშტაბით აიკრძალა კონცერტებისა და ფესტივალების ჩატარება, კულტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკურსის შედეგები არ გამოცხადდებოდა 15 სექტემბრამდე. ამის შესახებ სამინისტრომ 16 აგვისტოს განცხადებაც გაავრცელა.

ვინაიდან, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ზემომითითებული რეგულაცია არ შემსუბუქებულა და დღესაც ძალაშია, 15 სექტემბერს სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკურსი "ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა" ჩაშლილად გამოცხადდეს.

ამასთან, კულტურის სამინისტრო განმარტავს, რომ რეგულაციების შემსუბუქებისთანავე, კონკურსი კვლავ გამოცხადდება და ის პროექტები, რომლებიც უკვე იყო შემოტანილი, განხილული იქნება მათი თავიდან წარმოდგენის აუცილებლობის გარეშე", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system