თავში

კულტურის სამინისტრო ოსტატებს აღრიცხავს

კულტურის სამინისტრო ოსტატებს აღრიცხავს
კულტურის სამინისტრო ოსტატებს აღრიცხავს

ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველებთან გასაუბრება მიმდინარეობს საქართველოს კულტური, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში.

არქიტექტორ-რესტავრატორებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისია 50-მდე პრაქტიკოს ოსტატს გაესაუბრა. შედეგად კომისია ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას გასცემს, ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ მიუთითებს. 

კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) სამინისტრო უზრუნველყოფს. 

რეესტრში აღრიცხული ოსტატები დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი მიზანი 2022 წლის 1-ლი მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება მხოლოდ სერტიფიცირებულ სპეციალისტებს მიეცეთ, რომლებსაც ექნებათ დადასტურებული პროფესიული უნარები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system