თავში

კულტურის სამინისტროს წინ ტროტუარს მოზაიკით აფორმებენ

კულტურის სამინისტროს წინ ტროტუარს მოზაიკით აფორმებენ
კულტურის სამინისტროს წინ ტროტუარს მოზაიკით აფორმებენ

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შენობის წინ ფეხით სავალი ნაწილი ფერადი მოზაიკის გამოყენებით მოეწყობა. პროექტს ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზიანის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი "რიბირაბო" ასრულებს. ნამუშევარი ქუჩის მხატვრობის ერთ-ერთი თანამედროვე ტექნიკით არის შესრულებული, რომლის სახელწოდებაა „ფლაკინგი“.

„ფლაკინგის“ ტექნიკა ეკუთვნის ლიონში მცხოვრებ ფრანგ ხელოვანს „Ememem“-ს, რომელმაც ქუჩაში ფეხით სავალ ნაწილზე არსებული ხარვეზების დაფარვის უჩვეულო გზას მიმართა და ასფალტის დაზიანებული ადგილები ფერადი მოზაიკის გამოყენებით ამოავსო. აღნიშნული ტექნიკა დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და მას ევროპის არაერთ ქალაქში იყენებენ, მათ შორის პარიზში, მადრიდში, ბარსელონასა და მილანში", - აცხადებენ სამინისტროში.

ქართული მოზაიკის და გამოყენებითი დიზაინის მხარდაჭერისა და განვითარების ფონდი „რიბირაბო“ 2019 წელს შეიქმნა და მისი საქმიანობა ქართული მოზაიკისა და უშუალოდ მასთან დაკავშირებული გამოყენებითი დიზაინის დარგების მხარდაჭერისა და განვითარებისკენაა მიმართული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system