თავში

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს
კულტურის სამინისტრო სამძიმრის წერილს ავრცელებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კინორეჟისორისა და სცენარისტის ზურაბ ინაშვილის გარდაცვალების გამო. უწყება სამძიმრის წერილს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"სხვადასხვა წლებში ზურაბ ინაშვილი იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, ტელეფილმების სტუდიის კინორეჟისორი და სტუდია "ქართული ტელეფილმის" გენერალური დირექტორი.

იყო დამდგმელი რეჟისორი ფილმების: ",მაისის თოვლი", "გემღერებოდეს, დედაო!", "ზღაპარი იწყება", "გერმანელები საქართველოში", დოკუმენტური ფილმების ციკლის: "მგზავრები წუთისოფლისა", "ხმა ამოიღეთ" და სხვა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს ზურაბ ინაშვილის ოჯახს და სრულიად ქართულ საზოგადოებას", - აღნიშნულია წერილში.

კინოდოკუმენტალისტი ზურაბ ინაშვილი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system