თავში

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ რესტავრირებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ რესტავრირებუ ინფორმაცია გამოაქვეყნა
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ რესტავრირებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს რესტავრირებული ძეგლების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ფონდ "ქართუს"-თან თანამშრომლობით, შეუფერხებლად წარიმართა არქიტექტურული ძეგლების საპროექტო დოკუმენტაციების მომზადების, სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული მოწყობის, სამეცნიერო კვლევისა და ინვენტარიზაციის პროცესები.

"2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა 32 მიმდინარე და ახალი პროექტი. განხორციელდა 93 მიმდინარე და ახალი პროექტი. ძეგლთა რეაბილიტაციის სამსახურის მიერ მომზადდა 10 საპროექტო დოკუმენტაცია და შესყიდულ იქნა 24. გამოწერილია ძეგლზე სამუშაოების 288 სანებართვო მოწმობა. 95 ობიექტს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის განსაზღვრისათვის რეკომენდაცია გაეწია 7 ძეგლს, ობიექტთა ნუსხაში შეტანილ იქნა 163 ნაგებობა. დაფინანსდა 85 არქეოლოგიური ექსპედიცია", - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system