თავში

ქუთაისში ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ქუთაისში ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
ქუთაისში ქალი მსჯავრდებულების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

ქალი მსჯავრდებულების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა. ღონისძიება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. მას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ექსპოზიციაზე, #5 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ქალი მსჯავრდებულების მიერ სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა. გაყიდული ნამუშევრებიდან მიღებული თანხა კი მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე ჩაერიცხებათ.

გამოფენა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system