თავში

ქუთაისში ნინო სურგულაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტს დღეს გამართავს

​ქუთაისში ნინო სურგულაძე
ქუთაისში  ნინო სურგულაძე მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტს დღეს გამართავს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამტულ თეატრში ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე“ მძიმედ დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტს დღეს, 21:00 საათზე გამართავს. 

ქართველი მეცო-სოპრანოს ინიციციატივით, მსგავსი მასშტაბის საქველმოქმედო მარათონი საქართველოს რეგიონში პირველად იმართება.

იმერეთს და ქუთაისს პირველად ესტუმრნენ ცნობილი საოპერო ტენორი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი. კონცერტში მონაწილეობს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი უდირიჟორებს. ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებბს დაეხმარებიან, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ნატვრის ხე“ 2014 წელს დაარსდა. დღემდე, 60-ზე მეტი ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა და 300-მდე მრავალშვილიან ოჯახს აღმოუჩინა დახმარება. ფონდი, საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან განხორციელებული კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებით, მუდმივად ახდენს ეროვნული ფასეულობების და საქართველოს ტურისტული პოლიტიკის პოპულარიზაციას.

საქველმოქმედო ღონისძიების მხარდამჭერია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იმერეთში და ქუთაისის მერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system