თავში

კვენტინ ტარანტინომ საკუთარ დედაზე შური იძია

კვენტინ ტარანტინომ საკუთარ დედაზე შური იძია
კვენტინ ტარანტინომ საკუთარ დედაზე შური იძია

58 წლის ჰოლივუდის რეჟისორმა და მსახიობმა, კვენტინ ტარანტინომ ერთ დროს პირობა დადო, რომ მომავალში დედამისს მის მიერ გამომუშავებული ქონებიდან ცენტსაც არ მისცემდა. 

ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო ის, რომ ადრეულ ასაკში  დედა რეჟისორის შემოქმედებას დასცინოდა.

ტარანტინოს თქმით, სკოლის პერიოდში მას სცენარების წერა იტაცებდა, რის გამოც სწავლისათვის დრო არ რჩებოდა, რაზეც მას დედა ძალიან უბრაზდებოდა.  

როგორც რეჟისორი იხსენებს, დედამ მას უთხრა, რომ წარმატებას ვერასოდეს მიაღწევდა.

"მაშინ ვფიქრობდი, კი ბატონო, როდესაც დიდი სცენარისტი გავხდები ჩემი შემოსავლიდან ცენტსაც ვერ მიიღებ. არ გექნება სახლი, არც შვებულება, არც კადილაკი გეყოლება. ამ სიტყვების გამო ვერაფერს მიიღებ ", - იხსენებს რეჟისორი.

ტარანტინო აღნიშნავს, რომ მან პირობა შეასრულა. დედას გადასახადების დაფარვაში დაეხმარა, მაგრამ მისთვის არც სახლი უყიდია და არც კადილაკი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system