თავში

ლენი კრავიცი თბილისში აღარ ჩამოვა

​ლენი კრავიცი თბილისში აღარ ჩამოვა
ლენი კრავიცი თბილისში აღარ ჩამოვა

ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, ლენი კრავიცის კონცერტი თბილისში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას TKT.GE ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლენი კრავიცმა მსოფლიო ტურნე – HERE TO LOVE გაუქმდა.

ოფიციალურ წერილში მომღერალი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება მსოფლიო პანდემიით გამოწვეულ რეალობას უკავშირებს.

"მინდა გითხრათ, რომ მოუთმენლად ველოდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ ამ მომენტისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი და ჩემი ბენდის წევრების ჯანმრთელობაა", – აღნიშნავს იგი.

ამასთან, TKT.GE-ში აღნიშნავენ, რომ შეძენილი ბილეთების თანხა 15 ივლისიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ბარათზე ავტომატურად დაბრუნდება.

ლენი კრავიცის კონცერტი 2020 წლის 31 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნდა გამართულიყო. მოგვიანებით, კორონავირუსი პანდემიის გამო კონცერტის გამართვის თარიღი შეიცვალა და 2021 წლის 29 მაისისთვის გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system