თავში

ლევან გელბახიანი EFA-ს ჯილდოზე ანტონიო ბანდერასს გაუწევს კონკურენციას

ლევან გელბახიანი EFA-ს ჯილდოზე ანტონიო ბანდერასს გაუწევს კონკურენციას
ლევან გელბახიანი EFA-ს ჯილდოზე ანტონიო ბანდერასს გაუწევს კონკურენციას

ლევან გელბახიანი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე (EFA) საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ნომინაციაში წარადგინეს. მისი კონკურენტი, სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად, ანტონიო ბანდერასია. ნომინანტების შესახებ ინფორმაცია EFA-მ დღეს გამოაქვეყნა.

ფილმის And Then We Danced რეჟისორმა, ლევან აკინმა, ინსტაგრამის გვერდზე მსახიობს მორიგი წარმატება მიულოცა. მან დაწერა, რომ ლევან გელბახიანისთვის ამ ფილმში მონაწილეობა რთული იყო, რადგან საქართველოში მას პროვოკაციულად აღიქვამენ.

„ჩვენ შევქმენით თანამედროვე საქართველოს ისტორია და ვალდებულები ვართ, გავაგრძელოთ ეს გზა“, - განაცხადა ლევან აკინმა.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - „და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ დაიწყო.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system