
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ სამი ჯილდოს მფლობელი გახდა.
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ლევან თედიაშვილი;
ფიპრესის ჯილდო;
ეკუმენიური ჟიურის პრიზი.
კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კინოღონისძიებად მიიჩნევა.
ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის, საქართველოს სახელით იბძოლებს.