თავში

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია საბას გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემიის "საბა" მე-18 დაჯილდოება ონლაინ ფორმატით გაიმართა. პროექტის ჟიურის წევრებმა გამარჯვებული 9 ნომინაციაში გამოავლინა. 

მათ შორის არიან:

- საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - მაია ცირამუა, "მშვიდობით, ძია გერშვინ"

- საუკეთესო პიესა - ალექს ჩიღვინაძე, "მარინა რევია"

- საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა - რამაზ ჭილაია, "პოეტიკური ჩანაწერები"

- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი - ელზა ახვლედიანი, "ალჟირელ მეკობრეთა ტყვე (მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი)

- საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - შორენა ლევანიძე, "თუ საჭიროა გათქმევინებთ"

- საუკეთესო პროზაული კრებული - მამუკა დოლიძე, "გასეირნება დროთა სივრცეში"

- საუკეთესო პოეტური კრებული - დაჯილდოვდა ორი პოეტი - ტარიელ ჭანტურია, "სიყვარულის შავი ყუთი 3" და ბესიკ ხარანაული, "დიდი სმა"

- საუკეთესო რომანი - ბესო სოლომანაშვილი, "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დახვრეტილებისა

- ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბათუ დანელია, პოეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system