თავში

ლიზა ბათიაშვილის დუეტი ქეთი მელუასთან და ალბომის პრეზენტაცია გერმანიაში - VIDEO

ლიზა ბათიაშვილის დუეტი ქეთი მელუასთან და ალბომის პრეზენტაცია გერმანიაში - VIDEO
ლიზა ბათიაშვილის დუეტი ქეთი მელუასთან და ალბომის პრეზენტაცია გერმანიაში  - VIDEO

გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ZDF-ის ეთერში მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლონის, ლიზა ბათიაშვილის ახალი ალბომის, City Lights-ის პრეზენტაცია გაიმართა. 

"დოიჩეგრამაფონის" მიერ გამოცემული ალბომის პრეზენტაციას თვალს მილიონობით ადამიანი ადევნებდა. 

მაყურებელმა ლიზა ბათიაშვილის ახალი ალბომიდან მიშელ ლეგრანის ცნობილი კომპოზიცია მოისმინა. ბათიაშვილმა კომპოზიცია ქართველი პიანისტის, ანანო გოკიელის აკომპანირებით შეასრულა, რომელიც ბერლინის ხელოვნების აკადემიაში ასწავლის. 

ალბომის მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია, რომელიც საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, ცნობილი ნაწარმოების საორკესტრო ვერსიების ავტორიც არის. 

City Lights-ში შესული რამდენიმე კომპოზიცია თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მიერ ჩაიწერა. 

პროექტის სპეციალური სტუმარი ცნობილი შემსრულებელი, ქეთი მელუაა, რომელმაც ქალაქ ლონდონს სიმღერა No Better Magic მიუძღვნა.

ალბომში შესული კომპოზიციები სხვადასხვა ქალაქს ეძღვნება, მათ შორის - თბილისს. 

ZDF-თან ინტერვიუს დროს ლიზა ბათიაშვილმა სწორედ თბილისში ცხოვრების წლები გაიხსენა და ქალაქთან დაკავშირებულ მოგონებებზე ისაუბრა. 

ZDF-ის ეთერში რუბრიკა Moma Café მსოფლიოს ცნობილ ხლოვანებს მასძპინძლობს და როგორც წესი, პირდაპირ ეთერს სტუდიაში ათობით მაყურებელი ესწრება, მაგრამ პანდემიის გამო ლიზა ბათიაშვილმა ცარიელ დარბაზში დაუკრა, გადაცემას კი მილიონობით მაყურებელმა პირდაპირ ეთერში უყურა.

მსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე 1991 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. 

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system