თავში

ლოს-ანჯელესში "შინდისის“ ჩვენება გაიმართა

ლოს-ანჯელესში "შინდისის“ ჩვენება გაიმართა
ლოს-ანჯელესში შინდისის“ ჩვენება გაიმართა

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში - #TheWrapScreeningSeries, ლოს-ანჯელესში საქართველოს კანდიდატი ფილმის - „შინდისის“ ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.

ჩვენების დასრულების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში ფილმის რეჟისორ დიმიტრი ცინცაძესთან და პროდიუსერ ვლადიმერ კაჭარავასთან გაიმართა.

ჩვენებას ამერიკის კინოაკადემიის წევრები და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„შინდისი" 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან, რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული 17 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას ასახავს და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარდგება.

„შინდისის“ მორიგი ჩვენებები 7 და 8 ნოემბერს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system