თავში

მადონამ ლონდონის საკონცერტო სერიის პირველი სააღამო გააუქმა

მადონამ ლონდონის საკონცერტო სერიის პირველი სააღამო გააუქმა
მადონამ ლონდონის საკონცერტო სერიის პირველი სააღამო გააუქმა

მადონამ ლონდონში გასამართი 15 დღიანი საკონცერტო სერიის პირველი საღამო გააუქმა. შოუ 27 იანვარს ლონდონის პალადიუმზე უნდა შემდგარიყო. 

პოპ-ვარსკვლავის გულშემატკივრებმა მიიღეს შეტყობინება, რომელიც ბოდიშს უხდის მათ არშემდგარი კონცერტის გამო და ატყობინებს, რომ ბილეთებში გადახდილი თანხა ყველა მათგანს დაუბრუნდება. 

განცხადებაში მადონამ თქვა, რომ ის წუხს გაუქმებული საღამოს გამო და მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებს. 

"ექიმების რჩევით, რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა დავისვენო. მე ყოველთვის ვუსმენ ორგანიზმს და ვფიქრობ, პირველ რიგში ჯანმრთელობა უნდა დავაყენო. არ მინდა გავაწბილო ჩემი გულშემატკივარი. ვპირდები მათ, რომ სცენაზე ვიქნები, სანამ ამის შესაძლებლობა არ ამომეწურება", - ამბობს მომღერალი. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საკონცერტო სერიის შემდეგი საღამოები უცვლელად გაიმართება. 

ეს უკვე მეათე კონცერტია, რომელიც მადონამ Madame X ტურნეს ფარგლებში გააუქმა. მისი თქმით, ხშირად გრძნობს "გაურკვეველი წარმომავლობის, გაუსაძლის ტკივილს". 

ნოემბერში გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩნენ იმით, რომ მადონამ კონცერტი ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system