თავში

მარჯანიშვილის თეატრი განცხადებას ავრცელებს

მარჯანიშვილის თეატრი განცხადებას ავრცელებს
მარჯანიშვილის თეატრი განცხადებას ავრცელებს

მარჯანიშვილის თეატრის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, ლევან წულაძის გათავისუფლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. 

მათივე ცნობით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი, რომელში მონაწილეობა "ჭოლასაც" შეუძლია.

"ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი.

ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ.

ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში.

ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system