თავში

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთანდილ მიქაძე გარდაიცვალა

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთანდილ მიქაძე გარდაიცვალა
მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთანდილ მიქაძე გარდაიცვალა

მსახიობი ავთანდილ მიქაძე გარდაიცვალა. მის სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე სოსო ბაღათურია იმყოფებოდა. მან პატივი მიაგო მსახიობის ხსოვნას. სოსო ბაღათურიამ სამინისტროს სახელით სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და მარჯანიშვილის თეატრის კოლექტივს.

ავთანდილ მიქაძე 1970 წლიდან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის მსახიობი იყო. მან არაერთი დაუვიწყარი სახე შექმნა, მათ შორის: თეზიკო (გ. ჩარკვიანისა და რ. გაბრიაძის „ფეოლა“), მაცნე (ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“), როველი (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ზაზა კახნიაური (ლ. გოთუას „გმირთა ვარამი“), ონისიმე (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), თედო (მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“), კაც აძბა (ლ. ქიაჩელის „ჰაკი აძბა“) და სხვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system