თავში

"მართალი ტყუილები" სერიალად იქცევა

​"მართალი ტყუილები" სერიალად იქცევა
მართალი ტყუილები სერიალად იქცევა

კომპანია CBS ჯეიმს ქემერონის ფილმს "მართალი ტყუილები" სერიალად აქცევს. ინფორმაციას ამის შესახებ The Hollywood Reporter ავრცელებს.

სერიალის ერთ-ერთ აღმასრულებელ პროდიუსერად რეი შენჩიჩი იქნება. ის ქემერონთან 1994 წლის ორიგინალურ ფილმზეც მუშაობდა, რომელშიც მთავარი როლები არნოლდ შვარცენეგერი და ჯეიმი ლი კერტისი ასრულებენ.

შოუს პილოტური ეპიზოდი ფილმის სიუჟეტს იმეორებს, რომელშიც დიასახლისი ცოლი იგებს, რომ მისი არაფრით გამორჩეული ქმარი, რომელიც თითქოს კომპიუტერულ კონსულტანტად მუშაობს, ჯაშუში აღმოჩნდება. შედეგად მეუღლეებს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის, არამედ მთელი მსოფლიოს გადარჩენა უწევთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system