თავში

"მარტო სახლშის" ვარსკვლავს ძალადობაში ადანაშაულებენ

"მარტო სახლშის" ვარსკვლავს ძალადობაში ადანაშაულებენ
მარტო სახლშის ვარსკვლავს ძალადობაში ადანაშაულებენ

ფილმის "მარტო სახლში" მსახიობს, ბაზ მაკკალისტერის როლის შემსრულებელს, დევინ რეტრეი ძალადობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ გამოცემა TMZ იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, მსახიობს წარსულში  შეყვარებულთან უთანხმოება ჰქონდა. თვითმხილველებმა აღნიშნეს, რომ ჩხუბი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

მსახიობი არ დაუკავებიათ, მაგრამ წყვილი დაშორდა.

ინციდენტის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რეტრეის ყოფილი შეყვარებულის თქმით, მსახიობმა ჩხუბის დროს მისი დახრჩობა სცადა და პირზე ხელი ააფარა. დაზარალებულმა ასევე თქვა, რომ   ვარსკვლავს ხელზე უკბინა, მან კი სახეში გაარტყა. 

ამ წუთებში საქმეს სამართალდამცველები იკვლევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system