
Warner Bros-მა Youtube-ზე "მატრიცის" ახალი ნაწილის, The Matrix Resurrections-ის, ახალი თრეილერი გამოაქვეყნა.
ფილმის რეჟისორი ტრილოგიის ერთ-ერთი ავტორი, ლანა ვაჩოვსკია.
ახალ ნაწილში მთავარ როლებს კვლავ კიანუ რივზი (ნეო), კერი-ენ მოსი (თრინიტი) ასრულებენ.
შეგახსენებთ, თავდაპირველად "მატრიცა-4-ს" გამოშვებას 2021 წლის მაისში აპირებდნენ, თუმცა გეგმები კორონავირუსის პანდემიამ ჩაშალა. შედეგად სტუდიამ Warner Bros. რელიზი თითქმის ერთი წლით - 2022 წლის 1 აპრილამდე გადადო. მოგვიანებით განრიგი ისევ შეიცვალა და არსებული ინფორმაციით, მაყურებელი ფილმს 2021 წლის 22 დეკემბერს ნახავს.