თავში

მექსიკაში არქეოლოგებმა მამონტების და ადამიანების ნაწილები აღმოაჩინეს

მექსიკაში არქეოლოგებმა მამონტების და ადამიანების ნაწილები აღმოაჩინეს
მექსიკაში არქეოლოგებმა მამონტების და ადამიანების ნაწილები აღმოაჩინეს

მექსიკის ანთროპოლოგიის და ისტორიის ნაციონალური ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს 60 მამონტის და 15 ადამიანის ნაწილები, იმ ადგილას სადაც გენერალ ფილიპე ანხელესის ახალი აეროპორტი შენდება. აღსანიშნავია, რომ აღმოჩენილი ნაწილები წინა ესპანური პერიოდით თარიღდება.

არქეოლოგების აზრით, ნაპოვნი მამონტების ნარჩენები Mammuthus columbi-ის ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც პლეისტოცენის პერიოდში (რომელიც 12 000 წლის წინ დასრულდა)  ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ

ტერიტორიის მახლობლად ნოემბერში მამონტებისთვის დაგებული პირველი მახის კვალსაც მიაგნეს, რომელიც 14,5 ათასი წლით თარიღდება. მიუხედავად ამისა, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ მამონტები რომლებიც ახლახანს აღმოაჩინეს, ბუნებრივი სიკვდილით მოკვდნენ.

რაც შეეხება აღმოჩენილ ადამიანებს, მეცნიერების აზრით ისინი ადგილობრივი ფერმერები იყვნენ, რომლებიც VIII-X ცხოვრობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system