თავში

მესტიამ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

მესტიამ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა
მესტიამ საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მესტიამ მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლა. ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა 37 საკონკურსო ფილმი იხილა, - ამ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციითვე, გამოვლინდა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო მთის თემატიკის ფილმები. გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები. ფესტივალზე ასევე დასახელდა ორი განსაკუთრებული პრიზის მფლობელი. ესენია საუკეთესო მსახიობი და საუკეთესო კინოგამოსახულება, გრანპრი.

გამარჯვებულები გახდნენ: საუკეთესო როლი - მიშა გომიაშვილი, ლალი კიკნაველიძის ფილმში; საუკეთესო მხატვრული მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ლატარია“ (ბანგლადეში); საუკეთესო მხატვრული გადაწყვეტილება - „თანაარსებობა“ (ირანი); საუკეთესო მთის თემატიკის ფილმი - „K2 და უხილავი მთამსვლელები“ - პაკისტანი/აშშ; საუკეთესო მხატვრული ფილმი (გრან-პრი) - „გაზაფხულის დღეები“ (მაროკო).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system