თავში

მესტიაში საერთაშორისო ფილმების კინოფესტივალი გაიმართება

მესტიაში საერთაშორისო ფილმების კინოფესტივალი გაიმართება
მესტიაში საერთაშორისო ფილმების კინოფესტივალი გაიმართება

3-7 ოქტომბერს მესტიაში, სვანეთის საერთაშორისო ფილმების პირველი კინოფესტივალი გაიმართება.

მომავალი კინოფესტივალის სულისჩამდგმელები რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და თეიმურაზ ჩხვიმიანი არიან.

სვანეთის კინოფესტივალზე სხვადასხვა ქვეყნის სამოცამდე კინოხელოვანია მოწვეული. საკონკურსო პროგრამაში ოცი მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება წარმოდგენილი. ჟიურის, რომელიც გამარჯვებულს გამოავლენს, იტალიელი კინოფესტივალების სელექტორი პაოლო ბერტოლინი უხელმძღვანელებს. საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმს გადაეცემა ქალღმერთი დალის პრიზი. ჟიური ასევე გამოავლენს საუკეთესო ოპერატორსა და რეჟისორს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოებიც.

ფესტივალის ფარგლებში იქნება 11 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტის პრეზენტაცია, ასევე ტრეინინგები, რომლებსაც პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა ჩაატარებს.

ფესტივალს გახსნის დეა კულუმბეგაშვილის ფილმი დასაწყისი, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი და პროდუსერი რატი ონელი წარადგენენ. ფესტივალზე ასევე მოეწყობა შემდეგი ქართული ფილმების სპეციალური ჩვენებები: შინდისი – რეჟისორი დიტო ცინცაძე, ჯიმ შვანთე – რეჟისორი მიხეილ კალატაზიშვილი, დედე – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი, ფული – რეჟისორი გელა ბაბლუანი, პატარძლები – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, შემთხვევითი პაემნები – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და მეზობლები – რეჟისორი გიგი აბაშიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system