თავში

"მოძრაობის თეატრის" დამფუძნებელი გარდაიცვალა

"მოძრაობის თეატრის" დამფუძნებელი გარდაიცვალა
მოძრაობის თეატრის დამფუძნებელი გარდაიცვალა

"მოძრაობის თეატრის" ერთ- ერთი დამფუძნებელი იოსებ ბაკურაძე 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

იოსებ ბაკურაძის სასცენო კარიერა,  თეატრალურ ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, მესხეთის დრამატულ თეატრში დაიწყო,  სადაც წლების განმავლობაში მოღვაწეობდა. 

1986 წლიდან იოსებ ბაკურაძემ კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორის მოადგილედ დაიწყო მუშაობა.

ხოლო 2001 წელს შვილთან, რეჟისორ და მსახიობ კახა ბაკურაძესთან, ერთად დააფუძნა «მოძრაობის თეატრი", რომლის სახელს არაერთი წარმატებული სასცენო პროექტი უკავშირდება. 

"მოძრაობის თეატრში" დაგეგმილი სპექტაკლები გადადებულია.

იოსებ ბაკურაძის სამოქალაქო პანაშვიდი "მოძრაობის თეატრი" გაიმართება, ცნობილ კულტურის მოღვაწეს სამშაბათს დაკრძალავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system