თავში

მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება - PHOTO

მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება
მოძრაობის თეატრში პრემიერა გაიმართება  - PHOTO

5-6 მარტს მოძრაობის თეატრში კახა ბაკურაძის მუსიკალური სპექტაკლის „რეჩიტატივი ქალაქში“ პრემიერა გაიმართება.

სპექტაკლი აერთიანებს პუბლიცისტურ-სოციალურ პოეზიას, ექსტრემალურ ქორეოგრაფიას და სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკას.

კახა ბაკურაძის საავტორო პროექტი, „რეჩიტატივი ქალაქში“ თავდაპირველად სალონური საღამოების სახით შეიქმნა. ეს იყო სოციალური პოეზიის საღამოები, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის თანხლებით. წლების მანძილზე იმდენი საინტერესო მასალა დაგროვდა, მოძრაობის თეატრმა გადაწყვიტა ერთ ალბომად გამოეცა. ალბომის პრეზენტაციის საღამოსთვის მუშაობის პროცესში, გადაწყდა რომ პროექტი მუსიკალურ სპექტაკლად ქცეულიყო _ კახა ბაკურაძის პუბლიცისტურ, სოციალურ პოეზიაზე აგებული თეატრალური პერფორმანსები, ცოცხალი მუსიკით.

მუსიკალურისპექტაკლი - „რეჩიტატივიქალაქშიარის დღევანდელობაზე, ქვეყანაზე, ქალაქზე, ადამიანებზე. ადამიანებზე, რომლებმაცარვიცით "რასვედავებითერთმანეთს", რომლებსაც "სხვისიგულისთვისგაჭირვებაცაუტანიათ, თავისსიმართლეგაუტანიათ" ; გარშემორომ "ყველამტერიგვგგონია" და "ცალ-ცალკევიბრძვით", "მუდამმზადავართმშვიდობისათვის, მაგრამვერავართმშვიდად".

“როგორებიც ჩვენვართ, ისეთი ქვეყანა გვაქვს. ამდროს ქვეყანა უფრო მაგარი გვაქვს დაჩვენ სუსტად გამოვიყურებით... სამწუხაროდ!. რაარგვყოფნის?! რავერგავიყავით?! ანრაგვაქვსამდენირომვერგავიყავით, ანრამდენივართრომარავისარყოფნის?! აღარავართ... აი, ამჭიდაობაში... დაამყველაფერზეაესსპექტაკლი. დღემდე ერთმანეთს ვაბრალებთ საკუთარ შეცდომებს. დავდივართ და ერთმანეთს დედას ვაგინებთ დიდიან პატარიანად. დავიმსახურეთ არ დავიმსახურეთ, სულ ერთია! ამდენი ნაგავი ვინ დაყარა?! მარტო მე გადავყარე? იმდენი სიგარეტის ნამწვი ვისროლე, მერე როცა მივხდი რას ვქარავდი და აკრეფა დავიწყე, ვეღარ ავდივარ. ვკრიფავ და არ თავდება! მაშინ ვერ ვხდებოდი. მეც მივამატე სხვებისას. ყოველდღე ვშრვებით ამას და ერთმანეთს ვაბრალებთ, იმას რაც შენი ბრალია, ჩემი ბრალია. ველოდოებით ვიღაცას, რომ მოვა და დაგვის“, _ აღნიშნავს კახა ბაკურაძე.

კახა ბაკურაძე 90-იან წლებში ევროპის ცნობილ თეატრებში დგამდა სპექტაკლებს. გერმანიაში მეგობრებთან ერთად საკუთარი თეატრიც დააფუძნა. 10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ 2000 წელს თბილისში დაბრუნდა და სრულიად განსხვავებული თანამედროვე ქართული თეატრი „მოძრაობის თეატრი“ დააფუძნა. 2013 წლიდან თეატრი მუშტაიდის ბაღში თვითმფრინავის ძველი ანგარის განახლებულ შენობაში ფუქნციონირებს. მოძრაობის თეატრი ერთგვარ თანამედროვე კულტურის ცენტრად გადაიქცა, სადაც თანამედროვე და ინოვაციური სპექტაკლების გარდა, მაყურებელს შესაძლებლობა ააქვს იმპროვიზირებული ცოცხალი მუსიკის და სხვა ბევრი საინტერესო, ფორმატის საღამოებს ეწვიოს. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system