თავში

"მორბიუსის" პრემიერა "ომიკრონის" გამო გადაიდო

​"მორბიუსის" პრემიერა "ომიკრონის" გამო გადაიდო
მორბიუსის პრემიერა ომიკრონის გამო გადაიდო

დანიელ ესპინოზას ფილმის, "მორბიუსის" პრემიერა, რომელშიც მთავარ როლს ჯარედ ლეტო ასრულებს, კორონავირუსის ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების გამო 2022 წლის 1 აპრილამდე გადაიდო. ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს.

მანამდე პრემიერა 28 იანვარს იყო დაგეგმილი.

სტუდიებმა "Sony" და "Marvel" "მორბიუსის" პრემიერა უკვე რამდენჯერმე გადადეს. თავდაპირველად ფილმი ეკრანებზე 2021 წლის ოქტომბერში უნდა გამოსულიყო.

ფილმში ჯარედ ლეტო მეცნიერ მაიკლ მორბიუსს თამაშობს, რომელსაც სისხლის იშვიათი დაავადება აქვს. განკურნების მცდელობის პროცესში ის ცოცხალ ვამპირად გადაიქცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system